Saturday, December 15, 2012

შიდსი,შიდსის პრევენცია


პროექტის მთავარი იდეა: შიდსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით სოფელ კარდენახის მოსახლეობის ინფორმირება.


პროექტის აქტუალობა:პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს შიდსთან დაკავშირებული ცოდნის გამოყენებაში, რადგან თვითონ განახორციელებენ პრევენციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები განივითარებენ საინფორმაციო ბუკლეტებისა და პლაკატების შექმნის , ინფორმაციის მოძიების, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარებს.
მონაწილეთა ასაკი:13-14 წლის მოსწავლეები
პროექტის დანხორციელების ვადა: 26 ნოემბერი-3 დეკემბერი. 2012 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთი, შიდსის სიმბოლოები, სლაიდები, კითხვარები
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ლიტერატურა, წითელი ქსოვილი სიმბოლოების დასამზადებლად, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, ალექსანდროვის ქაღალდი, მაკრატელი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
საფეხური 1- მოსწავლეთა დაყოფა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 4-4 ბავშვიან ჯგუფებად.
საფეხური 2- ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება-
           ჯგუფი  „ა“ – 50 ცალი შიდსის სიმბოლოს დამზადება. დროია ხანგრძლივობა-26-27 ნოემბერი.
        ჯგუფი „ბ“ - კითხვარების შემუშავება გამოკითხვებისათვის, სოფელში სხვადასხვა ასიკის ადამიანთა გამოკითხვა. დრო-26-29 ნოემბერი.
        ჯგუფი „გ“- ინტერნეტით შიდსთან დაკავშირებული სლაიდების მოძიება და სლაიდშოუს მომზადება. დრო-26-27 ნოემბერი.
       ჯგუფი „დ“ -შიდსის პრევენციის შინაარსის შემცველი ბუკლეტების დამზადება-გავრცელება. ბუკლეტების რაოდენობა 200 ცალი. დრო-26-29 ნოემბერი.
       ჯგუფი „ე“ შიდსის თემაზე კედლის გაზეთის დამზადება. დრო26-30 ნოემბერი.
საფეხური 3- სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა წინაშე პროექტის პრეზენტაცია.დრო-3 დეკემბერი.
საფეხური 4- პროექტის შეფასება მასწავლებლის მიერ.
პროექტის ხელმძღვანელი: კარდენახის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა პაპუაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-   manana.papuashv ili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mananapapuashvili.blogspot.com/