პროექტის მთავარი იდეა: შიდსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით სოფელ კარდენახის
მოსახლეობის ინფორმირება.
პროექტის აქტუალობა:პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს შიდსთან დაკავშირებული ცოდნის გამოყენებაში, რადგან თვითონ განახორციელებენ პრევენციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები განივითარებენ საინფორმაციო ბუკლეტებისა
და პლაკატების შექმნის , ინფორმაციის მოძიების, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან
ურთიერთობის უნარებს.
მონაწილეთა ასაკი:13-14 წლის მოსწავლეები
პროექტის დანხორციელების ვადა: 26 ნოემბერი-3 დეკემბერი. 2012 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება
შეიქმნას: საინფორმაციო
ბუკლეტები, კედლის
გაზეთი, შიდსის სიმბოლოები, სლაიდები,
კითხვარები
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები:ლიტერატურა, წითელი ქსოვილი სიმბოლოების დასამზადებლად, თაბახის ფურცლები,
ფლომასტერები, ალექსანდროვის ქაღალდი, მაკრატელი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
საფეხური 1- მოსწავლეთა დაყოფა შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით 4-4 ბავშვიან ჯგუფებად.
საფეხური 2- ჯგუფებისთვის დავალებების
განაწილება-
ჯგუფი „ბ“ - კითხვარების შემუშავება
გამოკითხვებისათვის, სოფელში სხვადასხვა ასიკის ადამიანთა გამოკითხვა. დრო-26-29 ნოემბერი.
ჯგუფი „გ“- ინტერნეტით შიდსთან
დაკავშირებული სლაიდების მოძიება და სლაიდშოუს მომზადება. დრო-26-27 ნოემბერი.
ჯგუფი „დ“ -შიდსის პრევენციის შინაარსის
შემცველი ბუკლეტების დამზადება-გავრცელება. ბუკლეტების რაოდენობა 200 ცალი. დრო-26-29
ნოემბერი.
ჯგუფი „ე“ შიდსის თემაზე კედლის
გაზეთის დამზადება. დრო26-30 ნოემბერი.
საფეხური 3- სკოლის პედაგოგიური
კოლექტივისა და საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა წინაშე პროექტის პრეზენტაცია.დრო-3
დეკემბერი.
საფეხური 4- პროექტის შეფასება მასწავლებლის
მიერ.
პროექტის ხელმძღვანელი: კარდენახის საჯარო სკოლის
ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა პაპუაშვილი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://mananapapuashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment